როგორ შემოვიდე
მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს, გადმოწერე თამაში და შემოგვიერთდი Caucasian Titans-ის სერვერზე.
მნიშვნელოვანი ინფო
თამაშის სახელი
Path of Titans
პლატფორმები
PC · Mobile · Console
მობილურის ფასი
~8$-დან
PC + Mobile
~22.5$
საიდან გადმოვწერო?
📱
iOS & Android (ტელეფონები)
ტელეფონებზე თამაშს ჩვეულებრივ გადმოწერთ Google Play Store-დან
(Android) ან App Store-დან (iOS). სათამაშო კონსოლებზეც —
შესაბამისი მაღაზიიდან (Store).
ტელეფონზე თამაშის გადმოწერა უფასოა, თუმცა სერვერზე სათამაშოდ მოგიწევთ მინიმუმ 1 დინოზავრების პაკის შეძენა, რომელიც ~8$ ღირს.
ტელეფონზე თამაშის გადმოწერა უფასოა, თუმცა სერვერზე სათამაშოდ მოგიწევთ მინიმუმ 1 დინოზავრების პაკის შეძენა, რომელიც ~8$ ღირს.
💻
PC (კომპიუტერი)
შედი ოფიციალურ საიტზე
pathoftitans.com
და მიჰყევი ნაბიჯებს:
ℹ️ ფასი: PC + Mobile ორივეზე თამაშის უფლებისთვის დაგჭირდება ~22.5$ (დღევანდელი ფასდაკლებით).
-
რეგიონი გადაცვალე რუსულზე — ასე ფასი ბევრად იაფია.
- გაიარე რეგისტრაცია და დაადასტურე მეილზე მიღებული ვერიფიკაცია.
-
შედი შენი ახლადშექმნილი ექაუნთით და დააჭირე „Buy Now“-ს.
-
ცოტა ჩამოასქროლე, აირჩიე სასურველი დინოზავრის 1 ცალი სკინი
(რომელსაც ყიდვისას გჩუქნიან) და დააჭირე „Purchase“-ს.
გადაიხადე თანხა ჩვეულებრივ.
-
გადახდის შემდეგ დაბრუნდი მთავარ გვერდზე, ჩამოასქროლე და აირჩიე
შენი ოპერაციული სისტემა, შემდეგ გადმოწერე თამაში.
ℹ️ ფასი: PC + Mobile ორივეზე თამაშის უფლებისთვის დაგჭირდება ~22.5$ (დღევანდელი ფასდაკლებით).
როგორ შემოვიდე სერვერზე
1
აირჩიე Community Servers
თამაშის ჩართვის შემდეგ მთავარ მენიუში აირჩიე „Community Servers“.
2
იპოვე Caucasian Titans
სერვერების სიაში საძიებო ველში ჩაწერე სერვერის სახელი და გამოიყენე
ფილტრი, რომ სწრაფად იპოვო ჩვენი სერვერი. მიჰყევი სქრინზე
ნაჩვენებ სახელსა და ფილტრს.
💡 რჩევა: გადმოწერის შემდეგ აუცილებლად შემოგვიერთდი
Discord-ზე და გაეცანი წესებს — სერვერზე თამაშამდე
ეს სავალდებულოა.